logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი მიდგომა არათუ არასერიოზულია, არამედ სახიფათო
- +

21 სექტემბერი. 2020. 17:03

 

 

 

„მე არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს, ან საქართველო დაიღუპებაო.

 

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა  ბოლომდე ვერ შეინახა ის, რასაც ფიქრობდა.

 

„ის ამბობს დღეს, რომ ან ხელისუფლებაში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ან ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ისე, რომ ასეთი მიდგომა არათუ არასერიოზულია, არამედ სახიფათო და მე ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ და უფრო მაღალ ხარისხში გაითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო თეორიულ რისკებს, რომელიც პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner