logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე: ვწუხვარ, მიშას მთლიანად აერია თავგზა
- +

22 სექტემბერი. 2020. 22:20

 

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა“, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

 

„ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთიანად აერია თავგზა. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, მოიპოვოს მეტი მანდატი უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვა იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის აკეთებს.

 

სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობის“ აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან წარსულს და ამოცანა აქვთ, რომ წარსულის დიდებით მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში.

 

ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ისინი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner