logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში
- +

23 სექტემბერი. 2020. 18:27

 

 

„საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ტვიტერში“, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ო’ბრაიენთან საუბრის შესახებ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ოკუპაციის საკითხები განვიხილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენთან.

 

საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი ორი ერი თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ათვისებას განაგრძობს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner