logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი 52,1%, ნიკა მელია 36,6% - Survation - ის კვლევა გლდანის ოლქში
- +

25 სექტემბერი. 2020. 23:54

 

 

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation -მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.

 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან კობიაშვილს მისცემდა. ნიკა  მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%

 

დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

 

ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა - ასევე, ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი) - 36,6%

 

მერაბ ჭიქაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -4,9%

 

ლაშა გიორგაძე (ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი) -1,9%

 

გიგლა მიქაუტაძე (ლელო) - 1,5%

 

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები -2,9%

 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გლდანის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:

 

ქართული ოცნება- 50,1%

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -20,8%

 

გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი -7,6%

 

გირჩი -5,8%

 

პატრიოტთა ალიანსი -5,4%

 

ლეიბორისტული პარტია -2,8%

 

ევროპული საქართველო 2,6%

 

ლელო -1,8%

 

ერთიანი საქართველო - 0,9%

 

თავისუფალი დემოკრატები -0,6%

 

და სხვა არჩევანი აქვს -1,5%

 

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, გლდანის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

 

დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:

 

ალბათ მიიღებს მონაწილეობას -14%

 

50-50-ზეა- 14%

 

არ იღებს მონაწილეობას -7%

 

არ იცის ან უარი პასუხზე - 0%

 

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner