logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩემ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ დევნილ საზოგადოებაზე ვიზრუნო და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:07

 

 

 

„ჩემ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ დევნილ საზოგადოებაზე ვიზრუნო და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ახლა უმთავრესი პრობლემა ისააა, რომ მოსახლეობას უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი სჭირდება.

 

 

„მართლაც დიდი პატივია, ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ის განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა - საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში, უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტისტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს.

 

 

ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი, ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს. აბსოლუტურად განსხვავებულია საარჩევნო გარემო, გარემო სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ. თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ჩვენ ქვებს გვიშენდნენ. ნამდვილად ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ. ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი. დღესდღეობით, ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს და ყველას, თითოეულ თქვენთაგანს, საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

ის დევნილების პრობლემებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხიც მოგვარდება.

 

 

„არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმ უმთავრეს და უდიდეს პრობლემაზე, რომელიც უდგას დევნილ მოსახლეობას. ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ბოლო 30 წელია ერთად ვცხოვრობთ, ჩვენ დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვიზიარებთ სიხარულს, წარმატებას და წარუმატებლობასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ ვართ ზუგდიდელები და ერთად ვაშენებთ ზუგდიდს.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ და რეალურად, ბოლო რვა წლის განმავლობაში, რაც განხორციელდა ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის, ჯამში აღემატება ყველა იმ პროგრამას, რომელიც 19 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებულა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

 

 

ჩვენ კვლავაც გვრჩება დევნილი მოსახლეობა, რომლებიც საჭირო საცხოვრებელი ფართებით უნდა დაკმაყოფილდნენ და ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა, ჩვენ ამ გამოწვევას აუციებლად დავძლევთ მომავალ წელს. ჩვენ შევძლებთ ათასამდე ახალი მოსახლე იყოს ზუგდიდში, ათასამდე დევნილს გადაეცეს ბინა და რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ზღვარი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩემ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ მე ვიზრუნო ჩვენს დევნილ საზოგადოებაზე და შევძლო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, თუმცა, აქ არის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენ არამხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე. ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები- ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა.

 

 

ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც არის უნიკალური ამიერკავკასიაში, ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა ,,ქართუმ“ , ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ჩვენ გამოწვევად გვრჩება რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლეთ ჩვენი დიდი ოცნების, ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner