logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართული შეხვედრა, იყო დივერსიული აქტი, რომლის მიზანიც იყო ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 23:13

 

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა. კითხვაზე, თუ რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მასობრივი მობილიზაციის შესახებ, ასე უპასუხა: „ბათუმში, ეს 1500-კაციანი შეხვედრა იყო ერთგვარი დივერსიული აქტი, რომლის მიზანიც იყო ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა“.

 

 

„საკუთარ მხარდამჭერებს არ გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და საკუთარი აქტივი, კოორდინატორები აქციეს ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად და პირველ მსხვერპლებად. შესაბამისად, ეს ყველაფერი ამ პოლიტიკური ძალის სახეს აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner