logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 00:49

 

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი – მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში გაიმართება. პრეზენტაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახსნის.

 

წარმოდგენილი იქნება ეკონომიკურ განვითარების, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებები.

 

პრეზენტაცია 20 ოქტომბერს, 14.00 საათზე რუსთავში, Construction service-ის ახალი ლითონკონსტრუქციების საწარმოში გაიმართება.

right_banner
არქივი
right_banner