logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, არანაირი კვლევა არ გვჭირდება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 03:03

 

 

„მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, არანაირი კვლევა არ გვჭირდება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, ოპოზიცია საერთოდ გამქრალია და ხდება ისტერიკისა და პანიკის დანერგვა.

 

 „მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, არანაირი კვლევა არ გვჭირდება – უბრალოდ არ გვჭირდება, ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს.

 

ერთადერთი სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში, პოლიტიკური აქტივი, ოპოზიცია საერთოდ გამქრალია და ხდება ისტერიკისა და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, ეს ყველაფერი არ გამოვა. ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ღიად, დემოკრატიულად და უსაფრთხოდ ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner