logo_geo
eng_logo
კიბერ-თავდასხმა საქართველოზე - რა გამოავლინა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 12:48

 

 

დღეს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა „გრუ“-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქარათველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.

 

„ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

 

 

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ-ს) 6 ოფიცერს საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე ჰაკერული თავდასხმის გამო ბრალი წაუყენა.

 

ანგარიშის მიხედვით, რუს ოფიცრებს ბრალად ედებათ 2019 წელს საქართველოს პარლამენტის ქსელის მოშლის მცდელობა, თავდასხმა ქართულ ვებგვერდებზე, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, საფრანგეთის 2017 წლის არჩევნებისთვის ხელის შეშლა და 2018 წლის ოლიმპიური თამაშების შეფერხება.

 

როგორც ირკვევა, ГРУ კიბერშეტევისას ყველაზე გამანადგურებელ პროგრამებს იყენებდა, როგორებიცაა - KillDisk, NotPetya და Industroyer.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გვთავაზობს ჰაკერების ვინაობასა და ჩამონათვალს, რომელ მათგანს კონკრეტულად რისთვის ედება ბრალი. საქართველოზე კიბერთავდასხმის სიაში მოხვდნენ ანატოლი კოვალიოვი და არტიომ ოჩიჩენკო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner