logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მკვლელობები, ძალადობა და გაყალბება რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის
- +

20 ოქტომბერი. 2020. 13:00

 

 

„ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება, თქვენ აკვირდებით ამ ყველაფერს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიმდინარე ჟურნალისტურ გამოძიებას.

 

„ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბება, რაც უკვე „იფსოს“ უკავშირდება, ეს რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ ძალიან კარგად იცის. საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას, როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს, თუმცა, დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილ-ადეიშვილს შეხება აქვთ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი, საქართველოში პოლიტიკური რევანშისთვის გამოიყენონ.

 

„სამი ჟურნალისტი, სამი გიორგი: გიორგი სანაია, გიორგი ღონღაძე, გიორგი გაბუნია. თითოეული მათგანის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაციას და პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლას”, - ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები გადაცემაში „МОЛНІЯ“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner