logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტი ჩვენი უცხოელი დამკვირვებლების დასწრება იქნება
- +

20 ოქტომბერი. 2020. 13:16

 

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტორები იქნებიან ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მისიები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყოფილიყო საქართველოში და არაერთი მისია, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის მისიები, აკვირდებიან დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამისათვის ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო.

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტორები იქნებიან ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დააკვირდებიან საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს, ამას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner