logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: დავითგარეჯას საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 15:02

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავითგარეჯას საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა.

 

„ვფიქრობ, რომ კომისიის ყველა წევრი და არა მხოლოდ ის ორი ადამიანი, რომელიც საპატიმროშია და მათი ბრალეულობის ხარისხი აუცილებლად უნდა დადგინდეს, მაგრამ კომისიის ყველა წევრია პასუხისმგებელი იმაზე, დღეს რა სურათიც გვაქვს. აბსოლუტური დემაგოგიაა, როდესაც ვისმენთ, რომ ეს კარტოგრაფების საქმე ყოფილა. ეს ასე არაა. კარგად მახსოვს 1996 წელი, მაშინ მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი იმ ხელისუფლებაში და ხელი მიმიწვდებოდა ბევრ ინფორმაციაზე“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, 1996 წელს კომისია როცა შედგა, დავითგარეჯთან მიმართებით, ყველაფერი ნათელი იყო.

 

„არანაირი კითხვა თუ ვისია დავითგარეჯა, არ იდგა. უბრალოდ მიდიოდა მუშაობა საზღვრის მთელ დანარჩენ პერიმეტრზე. ლაპარაკია რუკებზე, რომლებიც მაშინ იყო გამოყენებული. შემდეგ ეს რუკები შეიცვალა. საქმეც მაგაშია და სწორედ იმაზე დგას კითხვის ნიშანი, რატომ შეიცვალა და ეს რამ განაპირობა, ორი მეისრე ამას ვერ გადაწყვეტდა. უშუალოდ ამასთან კავშირში იყვნენ და უნდა დადგეს კულტურის მინისტრის რურუას, გოკა გაბაშვილის, ნინო კალანდაძის და გიგა ბოკერიას პასუხისმგებლობა.

 

სულ რაღაც ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა მთელი პროცესი, რაც დავითგარეჯთან მიმართებით მოხდა: სააკაშვილმა დაასახელა შუამავალი, თანხა, რომელიც ამაში აქვს აღებული და დაასახელა ყველაფერი რაც მოხდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება გამოძიება და ადასტურებს, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner