logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:26

 

 

„საერთაშორისო ექსპერტების კომპეტენტური დასკვნა არსებობს, რომ დავითგარეჯა საქართველოს შემადგენლობაში შედის და არის რელევანტური რუკები, რომელიც განზრახ არ გამოიყენეს,  თუ რა მოტივით მოხდა ასე, ეს გამოძიების კომპეტენციაა და ალბათ, პასუხები მალე გვეცოდინება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დავითგარეჯის საქმის დოკუმენტები უცხოელ ექსპერტებს შეასწავლინეს.

 

დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს მოღალატეობრივი ნაბიჯები იყო გადადგმული.

 

„კომპეტენტური ექსპერტები ყოველთვის დაადასტურებენ იმას, რომ რუკა არსებობს, სადაც აშკარაა, რომ დავითგარეჯის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია. არსებობს ისტორია და ადამიანების დიდი ჯგუფი, მათ შორის პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს თავისი ტერიტორია არაფრად არ უნდა უღირდეს და ჩვეულებრივად უნდა დათმოს, თუნდაც, ისტორიული იყოს და ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები საუბრობდნენ. ეს არის რეალური სურათი და მოცემულობა, რომლის გადასაფარად იმართება აქცია – „დააპიპინე“. საერთაშორისო ექსპერტები ადასტურებენ იმას, რომ რელევანტური რუკები არსებობდა და ხელისუფლებამ განზრახ არ გამოიყენა იმისათვის, რომ თავისი სიმართლე დაეცვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner