logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:30

 

 

„დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე სუპერმარკეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, ჯანმრთელობის და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისი თქმით ბევრ სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა.

 

„ჩვენს ამომრჩევლებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner