logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთრი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ
- +

21 ოქტომბერი. 2020. 18:33

 

 

„თითოელი ჩვენგანის სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად და უვნებლად გათავისუფლებაა. მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა მოქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

 

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთრი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მაროდიორობა, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, მათგან დიდი ხანია მიჩვეულები ვართ. საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის საქმის ნიშნებსაც კი შეიცავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner