logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გაისროლეს, არიან დაჭრილები
- +

21 ოქტომბერი. 2020. 20:33

 

 

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც ადამიანები დაიჭრნენ.

 

„დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ დროს, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner