logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „განწირულია“ „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ მესამე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში - მიზანი მიღწეული აქვს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:40

 

 

„პრაქტიკულად, კვლევებით იგივე განსხვავებაა, რაც ადრე იყო. ბოლო კვლევაში, რომელიც  Survation-მა ჩაატარა, 55%-ით ლიდერობს „ოცნება“. ჩავთვალოთ, რომ რომც მოხდეს რაიმე ძვრები, თუმცა, ძალიან საეჭვოა, დარჩენილ დღეეებში დიდი პოლიტიკური მოვლენა მოხდეს საიმისოდ, რომ გავლენა იქონიოს, 10%-იც რომ მოაკლდეს „ოცნებას“, მიზანი მაინც მიღწეული აქვს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

 

მან წინასაარჩევნო კამპანიაც შეაფასა.

 

„ამ დონის დარღვევები არ იქცევს ხოლმე უცხოელი დამკვირვებლების ყურადღებას იმიტომ, რომ ანალოგიური დარღვევები ხშირად ხდება. რაც იქცევს ხოლმე ყურადღებას, ეს არის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში თანაბარი პირობები პარტიებისთვის. მაგ თვალსაზრისით, მგონი, ნორმალური სიტუაცია იყო იმ მხრივ, რომ ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი იყო ეკრანზე, უფრო ხშირად ჩანდნენ, ვიდრე მმართველი პარტია“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner