logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არსებობს გარკვეული სქემა, რომლის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:47

 

 

„ბოლო დღეებში გამოქვეყნებული სხვადასხვა კვლევა, ასევე, ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან - მოწმობს, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგად იციან ოპონენტებმაც“, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ეს არის რეალობა, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, არსებობს გარკვეული სქემა, ამ სქემის თანახმად ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები - თითქოს, იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განახოციელონ გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner
არქივი
right_banner