logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ ჭამს მათივე დანაყოფების - აღმაშენებლების და სხვა მეფეების რეიტინგს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:51

 

 

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წარმომადგენელი თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს და პარლამენტშიც მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

 

მისი თქმით, ამას ამომრჩევლების განწყობა მოწმობს.

 

„თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მზარდია, მე პროფესიით სოციოლოგი არ ვარ, მაგრამ ამის უფრო სხვანაირი ახსნა მაქვს. ვხედავთ, რომ ბოლო კვლევისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა 2-3%-ით უფრო მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ისინი, როგორც ეძახიან ხოლმე, ჭამენ მათივე დანაყოფების - აღმაშენებლების და სხვა მეფეების რეიტინგს“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner