logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:28

 

 

„რადგან ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ჩვენი ვალია, რომ თქვენ ვინც ხართ შუამავალი ამომრჩეველთან და გარესამყაროსთან გაგაფრთხილოთ. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ე.წ. სადამკვირვებლო საქმიანობა არის ჩართული“, -  ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

„მინდა გითხრათ, რა არ იქნება ჩვენი პასუხი. პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი არ იქნება პროვოკაციები, ამ რადიკალიზმზე ჩვენი პასუხი არ იქნება რადიკალიზმი. ჩვენ ვართ მშვიდი ძალა, რომელმაც იცის, რომ აქვს ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული და გამჭვირვალე ხარისხით ჩატარდეს ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები ჩვენი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

right_banner
არქივი
right_banner