logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე
- +

28 ოქტომბერი. 2020. 12:52

 

 

„ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ საუბრობს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

 

აშშ-ში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ახალი მთავრობისა და პარლამენტის მზადყოფნა მნიშვნელოვანი რეფორმებისა, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის.

 

„არსებობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობის, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ეს არ შეიცვლება. მაგრამ, აშშ-ის არჩევნების შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ახალი მთავრობისა და პარლამენტის მზადყოფნა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას, რაც ნიშნავს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განმტკიცებას, როგორიცაა პარლამენტი და სასამართლო სისტემა. ეს ნიშნავს, მუშაობის გააგრძელებს, რომ იყოს უფრო ინკლუზიური პროცესი, უფრო მჭიდრო მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მართვის მიმდინარეობის შესახებ.

 

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ კვლავ ვიქნებით საქართველოს ძლიერი მეგობარი და პარტნიორი მისი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – აცხადებს კელი დეგნანი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner