logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სოფელ დიდაჭარაში, პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 14:17

 

 

„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციაში ადანაშაულებს. როგორც  პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  გიორგი მანველიძემ განაცხადა,  გუშინ, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

 

მანველიძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილეობდა ფირუზ წულუკიძეც, რომელმაც ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში არაერთი ხმაურიანი აქცია გამართა.

 

„გუშინ დიდაჭარაში, ხულოს რაიონში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვედრისას, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოუწყვეს პროვოკაცია, რომლის მიზანიც კონფლიქტის და ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევა იყო. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ, თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა „ნაცმოძრაობამ“ და განახორციელეს მათმა წარმომადგენლებმა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, აღკვეთილ იქნეს მსგავსი შესაძლო პროვოკაციები, რაც „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი მანველიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner