logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა, 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:46

 

 

„კარგად იცით, რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

 

„დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია გლობალური პანდემია, სადაც ყველანი ერთად, როგორც ხელისუფლება, საზოგადოება, დარგის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები გავერთიანდით და ყველეფრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პანდემიის პირველი ტალღა ღირსეულად ყოფილიყო მოგერიებული. ამას მოჰყვა სხვადასხვა პრობლემა ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქაც ერთად დგომით შესაძლებელია ყველაფერი სწრაფად მოგვარდეს და ქვეყანამ სწრაფი ეკონომიკური განვითარება გააგრძელოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner