logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ კვლავ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:49

 

 

„ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ ნაძალადევში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რაიონის პრაქტიკულად ყველა უბნის მოსახლეობას შეხვდა.

 

„მთავარი თემა, მთავარი განწყობა, რაც მე დავინახე, ეს იყო, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის, რომ ჩააბაროს კვლავ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მე ეს მტკიცედ დავინახე მათი დამოკიდებულებიდან და ეს არ იყო საარჩევნო პროცესებზე საუბარი. ეს იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ყოფით ნაწილზე, იმ გამოწვევებსა და იმ მომავალ გეგმებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნაძალადევის რაიონში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაძალადევში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის დევნილების განსახლება, მაგრამ „ქართულ ოცნება“ ამ მხრივ პროგრამებს აგრძელებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც რაიონში ხორციელდება და რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება.

 

მიხეილ ყაველაშვილის წარდგენა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner