logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, საბოლოო მიზანი კი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:58

 

 

„ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, თითოეულ ადამიანს, რომელსაც ბიზნესის დაწყების სურვილი ექნება, სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით ყველა იმ პროგრამით, რომლებსაც სხვადასხვა სამინისტროში ახორციელებს.

 

 

„ფაქტია, რომ წელს საარჩევნო კამპანიის ჩატარება არაორდინალურ ვითარებაში გვიწევს, მაგრამ გლობალურმა პანდემიამ, ვირუსმა ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და სამუშაო ადგილების გაჩენაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი არ ქვეყანაში არის ძვირფასი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობასა და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობასა და გახსნას, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობასა და გახსნას. ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მინდა გითხრათ, რომ მომდევნო 4 წელიწადში მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად სულ მცირე 20 მილიარდ ლარს დახარჯავს. თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანაბარი პირობები უნდა გვქონდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. არ უნდა დიდი სხვაობა იმის მიხედვით, სად ცხოვრობს ადამიანი - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ სადმე სხვაგან.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრში არის ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იქნება მათზე, ვისაც ეს ყველაზე უფრო სჭირდება - ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, პენსიონერებზე. რამდენიმე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება პენსიის ინდექსირების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის გაზრდის ლოდინი არ მოუწევთ. შემდეგ საარჩევნო ციკლში 70 წლამდე ადამიანის პენსია გახდება მინიმუმ 300 ლარი, მთაში მცხოვრებთათვის კი 375 ლარი; 70 წელს ზემოთ ადამიანის პენსია კი 350 ლარი, მთაში მცხოვრებთათვის კი 440 ლარი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია და საქართველოს წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ჩვენ ქვეყნის მთლიანობა არ აღვადგინეთ. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს - საბოლოო მიზანი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner