logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ ვერ გავჩერდებით!
- +

28 ოქტომბერი. 2020. 18:49

 

 

„ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობასა და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობასა და გახსნას, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობასა და გახსნას“, -  ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ჩვენ ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მინდა გითხრათ, რომ მომდევნო 4 წელიწადში მთავრობა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად სულ მცირე 20 მილიარდ ლარს დახარჯავს. თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანაბარი პირობები უნდა გვქონდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. არ უნდა დიდი სხვაობა იმის მიხედვით, სად ცხოვრობს ადამიანი - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში თუ სადმე სხვაგან“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner