logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვა...
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:16

 

 

„თქვენ მეკითხებით რატომ უჭერს მხარს საზოგადოება „ქართულ ოცნებას”? - ამაზე მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული პასუხი. „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა, შეძლო ზრუნვა ადამიანზე და მის უფლებებზე, უზრუნველყო ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება, განათლების სფეროში ფუნდამენტური გარდაქმნების დაწყება და დაფინანსების გაზრდა, ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება და ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუციის მიღება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 8 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული.

 

„70 000-მდე ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინეთ ჩ ჰეპატიტის პროგრამით, განათლების დაფინანსება 630 მილიონიდან 1.5 მილიარდამდე გავზარდეთ, ავაშენეთ ახალი სკოლები, გაიზარდა პედაგოგთა ხელფასები, აშენდა სამჯერ, ოთხჯერ მეტი ინფრასტრუქტურა და გზები, ვიდრე ნებისმიერი წინა ხელისუფლების დროს, 1.4 მილიარდი ლარის ბიზნეს პროექტები დაუფინანსდათ მოქალაქეებს პროგრამით “აწარმოე საქართველოში” და 2.9 მილიარდი ლარის გრანტები და სესხის თანამონაწილეობა გაიცა სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერებზე. ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა წელიწადში 3 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა. აშენდა 22 ახალი ელექტროსადგური, მაშინ როდესაც, წინა ხელისუფლებამ მხოლოდ 3 სადგურის მშენებლობა მოახერხა. ღვინის ექსპორტი 30 მილონი ბოთლიდან 90 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა. 8-ჯერ შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა ევროსასამართლოში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სამართლიანობა გაიზარდა. ქვეყანას აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო მიმართულებით. ჩვენი თავდაცვის სისტემა თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან - აი ეს არის სამუშაო, რომელიც ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერით შევასრულეთ და ეს გვაძლევს საფუძველს ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მზად ვართ მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner
არქივი
right_banner