logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:32

 

 

„ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

ნათია თურნავას თქმით, „ქართული ოცნება“ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამას ყველა ობიექტური კვლევა ასახავს და მოსახლეობის განწყობა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვხვდებით რეგიონებში მოსახლეობას. მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებული ვართ, კვლავ ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.

 

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მას პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია. მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

right_banner
არქივი
right_banner