logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:50

 

„ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესული და ჰუმანური ხელისუფლება დამკვიდრდა და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მიღწეული წარმატებების პარალელურად, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავ უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების“ თაოსნობით ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს. როგორც ქალაქის მერმა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროგრესისა, კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner