logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შეიძლება გაიმართოს ისეთი ღიმილისმომგვრელი ღონისძიებები, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ
- +

29 ოქტომბერი. 2020. 21:36

 

 

შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი მიზანი და ქვეყნის აღმშენებლობის ოთხწლიანი გეგმა.

 

„ჩვენ გვჩვევია ასე, დიდ ბრძოლებში და დიდი გამოწვევების დროს ვერთიანდებით და ახლა ასეთი გაერთიანების დროა. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩატარდეს ისეთი რაღაც ღონისძიებები, ღიმილისმომგვრელი, რომელიც დღეს თბილისში ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არც უნდა ავღელდეთ. ჩვენ გვაქვს დიდი მისია, დიდი მიზანი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიო გეგმა – შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს, ჩვენ, ყველანი ერთად, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner