logo_geo
eng_logo
არიელ კოენი: საქართველო გახდება სპეციალური სტატუსის მქონე NATO-სთვის, რაც ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობით დასრულდება
- +

18 ნოემბერი. 2020. 12:30

 

 

„ბატონი პომპეო ცდილობს აჩვენოს, რომ შეერთებული შტატები ჩართულია სამხრეთ კავკასიაში და აქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობები საქართველოსთან და რომ ის განაგრძობს ამ პარტნიორობას მომავალშიც“, - ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს.

 

„ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციებს შორის იშვიათ მსგავსებებს შორისაა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნების კარგი ურთიერთობების ქონა. მაგალითად უკრაინასა და საქართველოსთან და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოების მხარდაჭერა. ვფიქრობ რომ ბატონი პომპეო დაინტერესებული იქნება, მისი ქართველი კოლეგებისგან მოისმინოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტსა და მომავალში ამ თავალსაზრისით ამერიკის ჩართულობის შესახებ. სასაუბრო თემებს შორის, ვფიქრობ, იქნება საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ მიმართულებით აშშ-სთან და NATO-ს წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას, იმის მიუხედავად, თუ ვინ იჯდება თეთრ სახლში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ვფიქრობ, მოხდება თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ სიგნალების გაშვება“, - აღნიშნა არიელ კოენმა.

 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქუჩაში ღიად გამოხატონ პროტესტი, ეს მიანიშნებს ქვეყანაში დემოკრატიის გამოხატვის დონეზე, რაც საქართველოში ძალიან მაღალია.

 

„ძალიან ბევრი ადგილია მსოფლიოში, სადაც ოპოზიციურ ლიდერებს არ აქვთ უფლება მსგავსი პროტესტების გამოხატვის და უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში მათ ქუჩაში გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ თავისუფლად“, - აღნიშნა კოენმა.

 

ამასთან, კოენის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა.

 

„ევროპელმა დამკვირვებლებმა და თბილისში ამერიკის საელჩომ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და ასევე იყო გარკვეული ბარიერები. ვაშინგტონში იმედი გვაქვს, რომ საქართველო გახდება სპეციალური სტატუსის მქონე NATO-სთვის, რაც თქვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობით დასრულდება. ეს დროს მოითხოვს და ჩვენ ვიცით, ვინ არის ამის წინააღმდეგი ევროპასა და რეგიონში. დიდი სამუშაოს გაწევას მოითხოვს ამის შეცვლა, თუმცა, ეს საბოლოოდ შეიცვლება“, - აღნიშნა კოენმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner