logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის როლი არის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების, რომლებიც, ვფიქრობ, პარლამენტში შემოვლენ
- +

19 ნოემბერი. 2020. 16:48

 

„მიხეილ სააკაშვილის როლი არის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების, რომლებიც, მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, შემოვლენ კონსტრუქციულ დიალოგში და პარლამენტშიც, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, გააგრძელონ ჩვენი ოპონირება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილის როლი არის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების, რომლებიც, მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, შემოვლენ კონსტრუქციულ დიალოგში და პარლამენტშიც, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ, გააგრძელონ ჩვენი ოპონირება. ახალი ამბავი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი უტევს დასავლურ ღირებულებებს - ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს. ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რომელსაც ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველოში აკეთებდა. ტინი კოქსი ხომ საქართველოში თავისი ნებით არ ჩამოსულა - შესაბამისმა ევროპულმა სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, რომ ის დაკვირვებოდა არჩევნებს. ამ ადამიანის შეურაცხყოფა რუსული საქმის კეთებას ნიშნავს, თუმცა იმ ადამიანისთვის, რომელმაც აგვისტოს ომიდან 2 თვეში საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა, ეს არის შედარებით მსუბუქი პოლიტიკური დანაშაული“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ტინი კოქსი, რომელიც არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტინი კოქსი რუსეთის კმაყოფაზე მყოფი დეპუტატია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner