logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებს მოვუწოდებთ, ამომრჩევლებს ზურგი არ აქციონ
- +

19 ნოემბერი. 2020. 22:12

 

"ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უარი არ უთხრან და ზურგი არ აქციონ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

„ჩვენი წინადადება იგივეა, რაც ბოლო დღეებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობიდან გვესმის. ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროსაბჭოს პოზიცია. ყველა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, რომ მათ საკუთარ ამომრჩევლებს უარი არ უთხრან და ზურგი არ აქციონ. მიიღონ ის მანდატი, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა გადასცა",- აღნიშნა  პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner