logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
- +

20 ნოემბერი. 2020. 13:52

 

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ირაკლი ჩიქოვანი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

 

„ძვირფასო ზუგდიდელებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია, მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმისათვის, რომ მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ არჩევანი, არჩევანი რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარებული გახდეს.  აუცილებელია, თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში და ყველამ ერთად გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner