logo_geo
eng_logo
ცესკო: დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:38

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების შეჯამების მიზნით, ამ ეტაპისთვის, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 52%, რომელიც მოიცავს 1043 უბანს.

 

რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია შემაჯამებელი ოქმების 27%, რაც მოიცავს 35 უბანს.

 

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელ ნათია იოსელიანს უკვე დათვლილი შემაჯამებელი ოქმების მიხედვით წინასწარი შედეგები არ გამოუცხადებია. მან აღნიშნა, რომ როდესაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოადგენენ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე.

 

ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგები ცესკოს სპეციალურ საიტზე მთელი ღამის განმავლობაში განახლდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner