logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:43

 

 

„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარ მილიონზე მეტი გამოცხადდა საარჩევნო უბნებთან, რომლებმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს, შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 

„გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც პანდემიის მიუხედავად თავისი არჩევანი მაინც გააკეთა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტში იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების, ეკონომიკური სტაბილურობის და რა თქმა უნდა დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო მეტად წინსვლისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

 

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner