logo_geo
eng_logo
თბილისში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ყველაზე დიდ უპირატესობას ნოდარ ტურძელაძე ფლობს
- +

22 ნოემბერი. 2020. 03:09

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ.

 

საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური საერთო ჯამში 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა.

 

წინასწარი შედეგების მიხედვით, კონკრეტულად თბილისის მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს აქვს - მან არჩევნების მეორე ტურში, კენჭისყრაზე მისული ამომრჩეველთა ხმების 93%-ზე მეტი მიიღო.

 

ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით, თბილისში არსებული რვავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

 

№1 – მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.49%;

 

№2 – ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.3%;

 

№3 – საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.97% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.03%;

 

№4 – ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.74% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.26%;

 

№5 – სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%;

 

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%;

 

№7 – ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%;

 

№8 – გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10;78%;

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner