logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებს ბიულეტენზე წარწერას: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“
- +

22 ნოემბერი. 2020. 03:05

 

 

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ძალიან ცუდ სახეს, რომლითაც წარსდგა ოპოზიცია ამ არჩევნებში“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რამდენიმე საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებულ წარწერას: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“.

 

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას ასეთი პროვოკაციები წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

 

„რასაც აკეთებენ ოპონენტები, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარ არის. ჩვენს მიერ წინასწარ იყო დაანონსებული ასეთი ქმედებები და აქაც იგივე მოხდა, ერთ-ერთმა პირდაპირ ეთერშიც აღიარა რომ ასეთი პროვოკაციები ჰქონდათ დაგეგმილი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ძალიან ცუდ სახეს, რომლითაც წარსდგა ოპოზიცია ამ არჩევნებში. იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით საქართველოში განვითარდება პოლიტიკური კულტურა და ასეთ ქმედებებს აღარ ექნება ადგილი შემდეგ არჩევნებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner