logo_geo
eng_logo
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა
- +

23 ნოემბერი. 2020. 10:59

 

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან გასვლა, რომელიც 34 სახელმწიფოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს, ექვსი თვის წინ დააანონსა.

 

მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1992 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დატოვების მიზეზად რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

 

შეთანხმებიდან აშშ-ის ოფიციალურად გასვლას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან აცხადებს, რომ ამერიკის გასვლით „ღია ცის შეთანხმება“ სიცოცხლისუნარიანობას კარგავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner