logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო განცხადებები სიტუაციის ზუსტ შეფასებას ემყარება
- +

24 ნოემბერი. 2020. 10:37

 

 

„ეს საერთაშორისო განცხადებები არ არის ემოციური განცხადებები, როგორც უნდა წარმოაჩინონ ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს.

 

„ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

 

ევროპარლამენტარებმა 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner