logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრის შეფასებისას სპეკულირებს
- +

28 ნოემბერი. 2020. 18:09

 

„სპეკულაციებია ყველა განცხადება, რასაც ვისმენ ოპოზიციისაგან“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აბაშიძე-კარასინის ონლაინ შეხვედრაზე ოპოზიციის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.

 

„რეალობაში, ლოგიკურადაც რომ დაუფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ქართულ მხარეს თავის დადანაშაულება ისედაც რთულ ვითარებაში. კარასინს აქვს ინტერესი, რომ თავის ქვეყანაში დუმას მოახსენოს, რომ ამ თემას ჯერ კიდევ არ ტოვებს უყურადღებოდ და ეს თემა დღის წესრიგში გააჩნია. ასევე როგორც ატყობთ ოპოზიციის გარკვეული ნაწილისთვის ხდება პირობების შექმნა, რომ ეს სტრესი, დისბალანსი, დაძაბულობა მუდმივად შეინარჩუნოს ქართულ პოლიტიკურ ველზე და ამ შემთხვევას კარასინი არც ამ მოლაპარაკების დროს გაუშვებდა ხელიდან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner