logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: საუბრები გრძელდება, ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს
- +

29 ნოემბერი. 2020. 13:43

 

 

„შეთანხმებისთვის სხვადასხვა პარტიების ჩართულობის გაგრძელება გვჭირდება. მომდევნო რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორ და როდის იქნება ეს შესაძლებელი“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, აქვს იმედი, რომ პარტიებს შორის შესაძლებელია იმ გზის მოძებნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ასახავს.

 

„საუბრები გრძელდება, ვფიქრობ, პროგრესი გვაქვს, ამავე დროს ცოტა დრო დარჩა. როგორც ფასილიტატორები, ასე ვთქვათ პარტიების ხელში ვართ, ვიპოვოთ გზა, რომელიც წინ წაგვიყვანს. მჯერა, რომ შესაძლებელია იმ გზის მოძებნა, რომელიც ერთის მხრივ ასახავს ორივე მხარის წუხილებს, რასაც გამოხატავდნენ ბოლო კვირების განმავლობაში და ამავე დროს მოიცავს პასუხისმგებლობის აღებას, რაც საქართველოს დემოკრატიას შესაძლებლობას მისცემს წინ წავიდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების ჩართულობით გაიმართა. მომდევნო შეხვედრის თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner