logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ
- +

1 დეკემბერი. 2020. 21:05

 

 

პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან. მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას და ამორალურს უწოდებს მას.

 

მისი თქმით, სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ემხილებინათ.

 

„ოპოზიცია რაც არ უნდა გაემიჯნოს ამ განცხადებას, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ამ დესტრუქციული ჯგუფების ბელადი სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა, რომ უნდა მისულიყვნენ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები პოლიციელების სახლებთან და ემხილებინათ. ეს იყო მოწოდების რეალურად შენიღბული ფორმა, რაც გუშინ ამ ადამიანმა გააჟღერა. სააკაშვილმა ეს შეფუთა პოლიტიკურად, თუმცა ამ იდეას და უმძიმეს ჩანაფიქრს, რაც დესტრუქციულ ოპოზიციურ ჯგუფებს სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ამოძრავებთ, შემდგომი მსვლელობა კიდევ უფრო უმძიმესი და ამორალური ფორმით მისცა უკვე ამ ადამიანმა” - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner