logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
- +

2 დეკემბერი. 2020. 20:15

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები „დადებითად და წარმატებით დასრულდება“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხდა.

 

დედაქალაქის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესების გადადებით ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას ცდილობს.

 

კახი კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გადადება პარლამენტში შესვლის საკითხთან კავშირში არ არის.

 

„ვერ ვხვდები რა კავშირშია პარლამენტში შესვლასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდა განცხადებები, ყველამ ვნახეთ, რა იყო პროცესების გადადების მიზეზი. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ხანია.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner