logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: NATO-ს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან
- +

3 დეკემბერი. 2020. 00:38

 

NATO-ს  წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა დღეს საქართველოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან“, – თქვა  საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ  NATO-ს   გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას.

 

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის პერსპექტივა. საკმაოდ დიდი გამოწვევაა  იმ ხალხისთვის, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ის დამოკიდებულება, რაც NATO-ს წევრ ქვეყნებს აქვთ ჩვენ მიმართ, საკმაოდ სერიოზული ხაზგასმაა იმისა, თუ რა დონეზეა დღეს საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება დაკავშირებულია ეკონომიკურ განვითარებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან და ამ ურთულეს პერიოდში, რომელიც მსოფლიოშია, შეიძლება საქართველო გადარჩეს და გავიდეს სამშვიდობოს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამოცანას თავს გავართმევთ.

 

ამის საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს თუნდაც ბათუმში, თბილისში, ან რომელიმე სხვა ქალაქში, რომელსაც მართავენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური გუნდები.

 

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი თანამშრომლობა დასავლეთ სტრუქტურებთან – ევროკავშირთან, NATO-სთან და რასაკვირველია აშშ-სთან მაღალ ნიშნულზეა. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო დონეზე რაც უფრო იზრდება დაპირისპირება დასავლურ ძალებსა და რუსეთს შორის, ჩვენი ოპონენტებისთვის სტრატეგიული მიმართულება ხდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილი.

 

მსურს მოვუწოდო ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია თავისი ქვეყნის, ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, დაფიქრდნენ, თუ რომელ სტრატეგიას ახორციელებენ და როგორ მიჰყვებიან სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში, რომელიც მან დიდი ხანია გაითხარა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner