logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: გუშინ 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, სინდისი არ გაქვთ?
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:46

 

„31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი მათ გადააბარებდა ხელისუფლებას, თუმცა, ეს გადაბარება არ შედგა, ყველა ერთბაშად გაბრაზდა ივანიშვილზე და ახლა ცდილობენ მთავრობის გადაგდებას. ყველაფერს ვიღონებთ, რათა პარლამენტში მოვიდეთ, როგორც მთავრობაო!“, - ამის შესახებ პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ „კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ, საქართველოს არაანგაჟირებულმა, უპარტიო მოქალაქეებმა, რომლებსაც გვაქვს საკუთრი საქმე? თანაც მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად, ჭირია მოდებული, ესენი ყოველდღიურად არღვევენ კანონს და ამაყად გვეუბნებიან, რომ ვართ მკვლელები, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობაო? მინდა, ვკითხო ამ ადამიანებს: ხალხო, სინდისი თუ გაქვთ? ბათუმის მიტინგზე რაც ვნახე, აქტივისტები ერთმანეთზე იწვნენ. ვერ ხედავთ, რომ ეს ინფექცია კლავს? გუშინ 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, სინდისი არ გაქვთ?“, - განაცხადა კაკაბაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner