არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პენსიონერებისთვის დაწესებულ საპენსიო სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„არაერთი შემთხვევა ვიცი და პირადად შესწავლილი მაქვს ეს საკითხი, როდესაც პენსიონერებს უწევთ თავისი პენსია მიმართონ სესხის მომსახურებაში. ახალ პარლამენტში აუცილებლად გვექნება მსჯელობა.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ ადრეც მივიღეთ და იმ რეგულაციებმა იმუშავა. ჩვენ შევაფასებთ რამდენად სამართლიანია არსებული განაკვეთები და თავსებადია, სხვა მოქალაქეებისთვის არსებულ პროცენტებთან.
ახალი პარლამენტი შეისწავლის, ხომ არ არის დისკრიმინაციული მიდგომა და სარგებლობენ თუ არა ხანდაზმული პენსიონერები, იგივე საბანკო საპროცენტო სერვისებით, როგორც სხვა მოქალაქეები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.