„ჩვენ არ განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გიორგი გახარიას კომპეტენციაში შედის.
„რაც შეეხება მთავრობის კაბინეტში ცვლილებას, ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია, მას ამ პერიოდში არ მოუმართავს და ალბათ გასაკვირიც იქნებოდა რომ მოემართა, იმიტომ რომ სულ ახლახან წარმოადგინა მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.
მე აქვე მინდა ერთი რამ დაგიზუსტოთ, რომ თანამდებობა არცერთი ჩვენი თანაგუნდელის თვითმიზანი არ გახლავთ, ჩვენთვის ეს არის საშუალება, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს და გადავჭრათ ის ამოცანები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.