logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის არჩევნებზე წარმატებას მიაღწია
- +

12 იანვარი. 2021. 22:12

 

„ირაკლი კობახიძის დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის არჩევნებზე წარმატებას მიაღწია“, - ამის შესახებ საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა, „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ყრილობაზე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენაა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული დამსახურება აქვს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებაში. ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს, იგი საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და მისი პირადი დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის არჩევნებზე წარმატებას მიაღწია, მათ შორის 31 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

 

https://imedinews.ge/ge/politika/181254/shalva-papuashvili-irakli-kobakhidzis-damsakhurebaa-rom-qartulma-otsnebam-bolo-periodis-archevnebze-tsarmatebas-miagtsia

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner