logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებას უწყობს ხელს
- +

13 იანვარი. 2021. 03:04

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისა და პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

 

„სამი ძირითადი ფაქტორია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვახასიათებთ 2011 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას პოლიტიკურ ველზე. პირველია ის, რომ მან შექმნა სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებისა და პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს. მეტიც, არათუ უწყობს ხელს, არამედ მოწინავეთა შორისაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მეორე არის ის უპრეცედენტო ჰუმანიტარული საქმიანობა, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, პირადი რესურსები, რომელიც ჩადებულია საქართველოს მომავალში. მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი, თუ ნებისმიერ შემთხვევაში გაბრაზებული ადამიანი ესეთი გააფთრებით, ესეთი უტიფარი ყოველდღიური და მათ შორის ყველანაირი ზრდილობის ფორმებს გადაცდენილი მეთოდებით ებრძვის იმას, რასაც ჰქვია სიკეთე ქვეყნისათვის და არა რომელიმე კონკრეტული პირისათვის. სამწუხაროდ, ასეთი ისტორიული მაგალითები საქართველოს ახასიათებს“, - აცხადებს ვოლსკი.

 

 

https://imedinews.ge/ge/politika/181268/giorgi-volski-bidzina-ivanishvilma-sheqmna-sakhelmtsipo-martvis-sistema-romelits-qveknis-saertashoriso-asparezze-damkvidrebas-utskobs-khels

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner